Friday, January 16, 2009

ვარციხის გეოგრაფიული მდებარეობა და ბუნება

პრიველი გუნდი - ,,ფლორისტები
უნდი - ,,ფლორისტები”
ვარციხე მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე (იმერეთის ვაკე) მდინარეების რიონი, ხანისწყალი, ყვირილა, წყალწითელას შესართავთან.
პოლიტიკურ-ადმინისტრაციულად ვარციხე მდებარეობს დასავლეთ საქართველოში. იმერეთის რეგიონში, ბაღდათის რაიონში.
სოფელს ჩრდილოეთით კვეთს მდინარე ხანისწყალი, რომელიც სოფლიდან გამოყოფს ღვინის ქარხნის და აფხანაურის დასახლებას.
სამხრეთით კვეთს სოფლის პატარა სეზონური მდინარე ბანური. აღმოსავლეთით ესაზღვრება სოფელი დიდველა, სამხრეთ-დასავლეთით სოფელი როხი, დასავლეთით სოფელი გეგუთი, ჩრდილო-დასავლეთით სარბევი.
სოფელი ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია 5კმ-ზე. სოფლის საერთო ფართობია 900 ჰექტარი.
სოფელი მდებარეობს ზღვის დონიდან 180-200მ.
სოფ.ვარციხეს ჩრდილო-აღმოსავლეთით აკრავს აჯამეთის ნაკრძალი. რომლის საერთო ფართობი არის 4848 ჰა. ნაკრძალის ტყეები ვაკე რელიეფითაა წარმოდგენილი, რომელიც შიგა და შიგ გადადის ტალღოვან რელიეფში, ჩრდილოეთიდან მაღლდება ზღვის დონიდან 250 მ-მდე. ნაკრძალი ძირითადად ფლორისტული ხასიათისაა, მისი ტყეები სამი მასივისგან შედგება და წარმოდგენილია სამ სატყეოდ: აჯამეთის, ვარციხის და ობჩის.
აჯამეთის ტყეების ნაკრძალად გამოცხადებას საფუძევლად დაედო აქ არსებული რელიქტური ჯიშების (იმერეთის მუხისა და ძელქვის) არსებობა. ნაკრძალში წარმოდგენილია 524 სახეობის მცენარე, აქედან 24 სახეობის ხეა, 24 სახეობის ბუჩქი, 4 სახეობის ნახევარბუჩქი, დანარჩენი 472 ბალახოვანი მცენარეა.
წითელ წიგნშია შეტანილ აჯამეთის ნაკრძალის მცენარეები: იმერული მუხა, ჰარტვიზის მუხა, ჭალიის მუხა, ძელქვა, ბალამწარა, კოლხური თხილი, თელადუმა.
ნაკრძალში ფრინველებიდან გვხვდება ქორი, გარეული მტრედი, ტყის მიმინო, ბუ, გუგული, ოფოფი, ქათამი, კოდალა, შაშვი. ცხოველებიდან კავკასიური ციყვი და შველი, რომლებიც წითელ წიგნშია შეტანილი. აჯამეთის ნაკრძალი დიდ როლს ასრულებს ადამიანთა გაჯანსაღების საქმეში თავისი ორიგინალური სამყაროთი, ის გარკვეულწილად დიდ მნიშვნელობას ახდენს მის გარშემო მდებარე სოფლების და დასახლებული პუნქტების ეკოსისტემაზე.
სამწუხაროდ აჯამეთის ტყეების ფართობი გასულ წლებში საკმაოდ შემცირდა, ამის მიზეზი იყო დას-საქართველოში რკინიგზების მშენებლობის დაწყება-შპალების დამზადებისთვის, ტყის 1/3 გაიჩეხა, ასევე ტყის ფართობი შემცირდა ახალი დასახლებების გაჩენის გამო, როგორიც იყო მდ. ხანისწყლის ხეობაში სამი სოფლის დიდველა, როკითი და ფერსათის დასახლებები.
საქ. რუსეთთან შეერთების შემდეგ აჯამეთის ტყეები შეისყიდეს ძმებმა ანანოვებმა, რომლებმაც მენშევიკური მთავრობის მოსვლის შემდეგ დატოვეს ვარციხე, მათაც ძალიან დიდი ზარალი მიაყენეს ტყეს, მათმა აწარმოეს აჯამეთის ტყეების დასავლეთ ნაწილის პირწმინდად ჭრა და ვენახები გააშენეს.
დღეს ტყის დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით, რადგანაც ნაკრძალი ეროვნული დოვლათია და მისი დაცვა და მოვლა-პატრონობა თითოეული მოქალაქის მოვალეობაა. აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალი საქართველოს ბუნების უნიკალური ძეგლია.

No comments:

Post a Comment