Friday, January 16, 2009

ვარციხის მოსახლეობა, ენა, დიალექტები და სამზარეულო

ვარციხის მოსახლეობა, ენა, დიალექტები და სამზარეულო

მესამე გუნდი -,,აფხანიკი”

მოსახლეობა

ვარციხის მოსახლეობის საერთო რაოდენობა 1865 კაცს შეადგენს, აქედან 0-15 წლამდე ასაკის 337, 15-29 წლამდე 360, 29-49 წლამდე 800, ხოლო 49 წლის ზემოთ 368 ადამიანია.
სოფელში უხუცესი არის სირბილაძე ვასილი, რომელიც 90 წლისაა. ბოლო 5 წლის მანძილზე გარდაიცვალა 123 და დაიბადა 99 ადამიანი.
იმერულში ჩვეულებრივ გამოყოფენ ორ კილოკავს: ზემო იმერულს და ქვემო იმერულს, ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით კი სამი კოლოკავია; ზემო, ქვემო და შუაიმერული. ამ კლასიფიკაციის მიხედვით ვარციხელ მცხოვრებთა მეტყველება შუაიმერულში შედის.
ჩვენამდე მოღწეულია ცნობები, რომ 21-ე საუკუნის დასაწყისში სოფ. ვარციხე განაშენიანებული იყო მდინარე რიონის სანაპიროზე. მოსახლეობის უმრავლესობა სხვადასხვა მხრიდან იყვნენ ჩამოსულები. ამ ხალხმა სოფელში შემოიტანა თავიანთი კუთხის დამახასიათებელი მეტყველება. 1922 წელს მდინარე რიონი ადიდდა, მთელი სოფელი წყალმა დაფარა ამიტომ მოსახლეობა იძულებული გახდა დღევანდელი სოფლის ადგილას დასახლებულიყო.

ენა და დიალექტები

სოფელი ოთხი დასახლებული პუნქტისაგან შედგება. ძირითადი, მჭიდროდ დასახლებული ნაწილი სოფლის შუაგულს წარმოადგენს. სოფელს ესაზღვრება ღვინის ქარხნისა და აფხანაურის დასახლება, ხოლო სოფლის ბოლოში მცხოვრებ 110 კომლიან დასახლებას მახათაძეების უბანს ეძახიან. მათ მეტყველებაში შეინიშნება ,,ყე” ნაწილაკდართული ფორმები (უთხარიყენ, წასულიყენ) ან კიდევ ორმაგი მრავლობითის ფორმები: ,,დანები, ბიძანები, ჩამოუვიდნენ უხუთიდან”.
დიალექტები რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება ვარციხელთა მეტყველებაში: ბრევლი (ბევრი) - ,,სოფელში ბრევლი საქმეა”,
ინჯრა (იჯრა) - ,,ინჯრა გამოიცვალა”
მარგატელი (მაკრატელი) , რამდონი (რამდენი), თებზი (თევზი),
აფხანიკი (ამხანაგი) - ამ სიტყვიდან შეიქმნა ტოპონიმი ,,აფხანაური” - დასახლება, რომელიც ამხანაგობას ნიშნავს.
ადამიანთა სახელებზე გავრცელებულია ,,იას” დაბოლოება: ბიძინია, ნოდარია, ეთერია...
ხშირად შევხვდებით სოფლის საქმიანობის შესატყვისი დიალექტის ლექსიკურ გამონათქვამებს: დასაფშვენი (სიმინდის დაფშვნა), მოჩალვა (სიმინდის აჭრა), დოუფქვი (სიმინდის დაფქვა), მოკონვა (ჩალის აკონვა).

სამზარეულო
ვარციხის სამზარეულოდან ყველაზე ცნობილია გიორგობიანების კერძი. 1921 წლის მარტში სოფ. ვარციხეში შემოვიდა წითელი არმიის ნაწილები. 800-ზე მეტი ჯარისკაცი გაანაწილეს სოფელში საცხოვრებლად. ნიკო გიორგობიანის ოჯახში ჩასახლდა დაახლოებით 20 ჯარისკაცი. ერთი ოთახი დაიკავა ნაწილის უფროსმა. იგი ძალზე გაუშინაურდა ოჯახის უფროსს. მან ბევრი რუსული კერძის რეცეპტი მიაწოდა ოჯახის დიასახლისს ერთ-ერთი ასეთი რეცეპტი იყო ,,სალტისონი”, იგი შემდეგ გავრცელდა მთელ სოფელში და მას გიორგობიანების კერძი ეწოდა. იგი მზადდება ღორის ფაშვისაგან, რომელშიც მოთავსებულია დაჭრილი და შეკმაზული ღორის ხორცის კისრის ნაწილი. ფაშვი ამოიკერება და იხარშება, მოხარშული ფაშვი იდება ფიცარზე, ზემოდან ეფარება რაიმე სიმძიმე რომ გაბრტყელდეს და მეორე დღემდე ასე ინახება. მეორე დილით იწვება ღუმელში.
მეორე კერძი რომელიც ასევე პოპულარულია ვარციხეში ეს არის ხანისწყლის წვერას კერძი: წყალში, რომელშიც ჩაყრილია დაფნა, მარილი, ნიახურის ღერები, ხახვი ათავსებენ ნედლ თევზს, წამოდუღების შემდეგ ამოალაგებენ წვერას ლანგარზე და ცხლად გაახვევენ ნიგვზის ფოთოლში.

1 comment:

  1. მინდა დიდი მადლობა გითხრათ ასეთი საინტერესო და სასარგებლო მასალის მოპოვებისა და მისი ბლოგზე განთავსებისათვის. მართლაც რომ აღფრთოვანებული ვარ თქვენს მიერ გაწეული მუშაობით. ჩემი საქებარი სიტყვები გადაეცით თქვენს ბავშვებს, რომლებმაც ნათლად წარმოაჩინეს მათივე თვალით დანახული საკუთარი საცხოვრებელი ადგილი. მინდა წარმატებები გისურვოთ და დაე, ფეხბედნიერი ყოფილიყოს ეს პროექტი თქვენს ცოდნის შეძენის გზაზე, ჩემო პატარა მეგობრებო!!!
    ხათუნა ქუმელაშვილი

    ReplyDelete