Monday, January 19, 2009

ჩვენს შესახებ


ქუთაისის 44-ე საჯარო სკოლა-პანსიონი
პროექტი ,,ჩემი საცხოვრებელი ადგილი” - ,,ვარციხე”
პროექტის ხელ-ლი: ნანა ნოსელიძე
პროექტზე სამუშაოდ ჩამოყალიბდა სამი ჯგუფი, რომლებსაც ყავდათ თავთავისი ხელ-ლი მასწავლებლები.

პირველი გუნდი - ,,ფლორისტები”
ხელ-ლი: მარინა ონიანი (გეგორაფია-ისტორია)
მონაწილეები:
1. კაცაძე თამუნა - მე-9 კლ
2. ნორაკიძე კობა - მე-9 კლ
3. ბასილაძე თამუნა - მე-9 კლ
4. კვერნაძე ნიკა - მე-9 კლ
5. კუხალაშვილი თამთა - მე-9 კლასი

მეორე გუნდი - ,,როდოპოლისი”
ხელ-ლი: ნანა ნოსელიძე (ისტ მენეჯერი)
1. კლდიაშვილი სოფიკო - მე-9 კლ
2. კიკნაველიძე რამაზი - მე-9 კლ
3. ნადირაძე დათო - მე-9 კლ
4. ქებულაძე მარეხი - მე-9 კლ

მესამე გუნდი -,,აფხანიკი”
ხელ-ლი - მარინა ჯიშკარიანი (ინფორმატიკა)
1. ტყეშელაშვილი მარი - მე-8 კლ
2. ხუჯაძე შოთიკო - მე-8 კლ
3. ჩაჩუა ლევანი - მე-8 კლ
4. გოგოლაშვილი მარი - მე-8 კლ
5. ბახუტაშვილი გვანცა - მე-8 კლ

პროექტის მონაწილეები მადლობას ვუხდით ვარციხის საჯარო სკოლას და ვარციხის გამგეობას გაწეული დახმარებისათვის.


Friday, January 16, 2009

ვარციხის გეოგრაფიული მდებარეობა და ბუნება

პრიველი გუნდი - ,,ფლორისტები
უნდი - ,,ფლორისტები”
ვარციხე მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე (იმერეთის ვაკე) მდინარეების რიონი, ხანისწყალი, ყვირილა, წყალწითელას შესართავთან.
პოლიტიკურ-ადმინისტრაციულად ვარციხე მდებარეობს დასავლეთ საქართველოში. იმერეთის რეგიონში, ბაღდათის რაიონში.
სოფელს ჩრდილოეთით კვეთს მდინარე ხანისწყალი, რომელიც სოფლიდან გამოყოფს ღვინის ქარხნის და აფხანაურის დასახლებას.
სამხრეთით კვეთს სოფლის პატარა სეზონური მდინარე ბანური. აღმოსავლეთით ესაზღვრება სოფელი დიდველა, სამხრეთ-დასავლეთით სოფელი როხი, დასავლეთით სოფელი გეგუთი, ჩრდილო-დასავლეთით სარბევი.
სოფელი ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია 5კმ-ზე. სოფლის საერთო ფართობია 900 ჰექტარი.
სოფელი მდებარეობს ზღვის დონიდან 180-200მ.
სოფ.ვარციხეს ჩრდილო-აღმოსავლეთით აკრავს აჯამეთის ნაკრძალი. რომლის საერთო ფართობი არის 4848 ჰა. ნაკრძალის ტყეები ვაკე რელიეფითაა წარმოდგენილი, რომელიც შიგა და შიგ გადადის ტალღოვან რელიეფში, ჩრდილოეთიდან მაღლდება ზღვის დონიდან 250 მ-მდე. ნაკრძალი ძირითადად ფლორისტული ხასიათისაა, მისი ტყეები სამი მასივისგან შედგება და წარმოდგენილია სამ სატყეოდ: აჯამეთის, ვარციხის და ობჩის.
აჯამეთის ტყეების ნაკრძალად გამოცხადებას საფუძევლად დაედო აქ არსებული რელიქტური ჯიშების (იმერეთის მუხისა და ძელქვის) არსებობა. ნაკრძალში წარმოდგენილია 524 სახეობის მცენარე, აქედან 24 სახეობის ხეა, 24 სახეობის ბუჩქი, 4 სახეობის ნახევარბუჩქი, დანარჩენი 472 ბალახოვანი მცენარეა.
წითელ წიგნშია შეტანილ აჯამეთის ნაკრძალის მცენარეები: იმერული მუხა, ჰარტვიზის მუხა, ჭალიის მუხა, ძელქვა, ბალამწარა, კოლხური თხილი, თელადუმა.
ნაკრძალში ფრინველებიდან გვხვდება ქორი, გარეული მტრედი, ტყის მიმინო, ბუ, გუგული, ოფოფი, ქათამი, კოდალა, შაშვი. ცხოველებიდან კავკასიური ციყვი და შველი, რომლებიც წითელ წიგნშია შეტანილი. აჯამეთის ნაკრძალი დიდ როლს ასრულებს ადამიანთა გაჯანსაღების საქმეში თავისი ორიგინალური სამყაროთი, ის გარკვეულწილად დიდ მნიშვნელობას ახდენს მის გარშემო მდებარე სოფლების და დასახლებული პუნქტების ეკოსისტემაზე.
სამწუხაროდ აჯამეთის ტყეების ფართობი გასულ წლებში საკმაოდ შემცირდა, ამის მიზეზი იყო დას-საქართველოში რკინიგზების მშენებლობის დაწყება-შპალების დამზადებისთვის, ტყის 1/3 გაიჩეხა, ასევე ტყის ფართობი შემცირდა ახალი დასახლებების გაჩენის გამო, როგორიც იყო მდ. ხანისწყლის ხეობაში სამი სოფლის დიდველა, როკითი და ფერსათის დასახლებები.
საქ. რუსეთთან შეერთების შემდეგ აჯამეთის ტყეები შეისყიდეს ძმებმა ანანოვებმა, რომლებმაც მენშევიკური მთავრობის მოსვლის შემდეგ დატოვეს ვარციხე, მათაც ძალიან დიდი ზარალი მიაყენეს ტყეს, მათმა აწარმოეს აჯამეთის ტყეების დასავლეთ ნაწილის პირწმინდად ჭრა და ვენახები გააშენეს.
დღეს ტყის დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით, რადგანაც ნაკრძალი ეროვნული დოვლათია და მისი დაცვა და მოვლა-პატრონობა თითოეული მოქალაქის მოვალეობაა. აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალი საქართველოს ბუნების უნიკალური ძეგლია.

ვარციხის ისტორია და კულტურული ძეგლები

ისტორია
მეორე გუნდი - ,,როდოპოლისი”


სოფლის სახელწოდება ვარდციხე ბერძნულად ,,როდოპოლისი” უკავშირდება საბერძნეთს ,,როდონ-ვარდი”, ,,პოლის-ქალაქი”.ამავე სახელწოდებით მოიხსენიება იგი უცხოურ წყაროებში რომლის შესახებ ჯერ კიდევ ადრეულ საუკუნეებში სწერდენ ისეთი დიდი ჟამთაღმწერლებნი რომლებიც იყვნენ პროკოპი კეისარიელი, ლეონტი მროველი, ვახუშტი ბატონიშვილი, ასევე XIX საუკუნის დიდი ისტორიკოსები ივანე ჯავახიშვილი, სიმონ ყაუხჩიშვილი, ნ. ლომური და სხვები.
დღესდღეობით არსებული არქეოლოგიური მასალა გვაძლევს იმის დასკვნის შესაძლებლობას რომ ახ.წ.VI ციხე- ქალაქი, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა საბერძნეთთან მათ მისი სილამაზის გამო უწოდეს ,, როდოპოლისი” ანუ ვარდების ქალაქი რასაც ადასტურებს არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ბერძნული ჭურჭელი, უამრავი თასები, აფორები და ა.შ.
სოფელში მდგარი ციხე - რომელიც ,, ბაგრატოვნთა საზაფხულო სავანეს” წარმოადგენდა მრავალი ისტორიული მოვლენისა და ფაქტის უტყუარი მოწმეა. აქ იმართებოდა დიდგვაროვანთა შეკრებები, ნადირობა, გართობა, არის მრავალი შინაური თუ გარეშე მტრების შემოსევების მოწმე. და რაც ძალზე მნიშვნელოვანია ქართული სამეფო ტახტის უკანასკნელი ადგილი - როდესაც 1801წ. საქართველო რუსეთს შეუერთდა, იმერეთის მეფე სოლომონ II არ ურიგდებოდა ამ ფაქტს და როდესაც რუსული ჯარი ქუთაისს მიადგა სოლომონ II ვარციხეს შეაფარა თავი. სამი წელი ვერ შეძლო რუსულმა ჯარმა ვერც მახვილით, ვერც დიპლომატიური გუნდრუკის კმევით სოლომონ მეფის ვარციხის სიმაგრიდან და აჯამეთის ტყეებიდან გამოყვანა. 1810 წელს ქუთაისში მდგარმა რუსულმა მმართველობამ სოლომონ II ტახტიდან გადაგდებულად გამოაცხადა და ვარციხისკენ ჯარები დაძრა. ვარციხის კედლებმა და ქონგურებმა კიდევ ერთხელ იხილეს სისხლისღვრა, სოლომონი დამარცხდა და თურქეთს გადაიხვეწა. მაგრამ ვარციხე დარჩა ისტორიაში ქართული სამეფო ტახტის უკანასკნელ ალაგად.

კულტურული ძეგლები















ვარციხის ერთ-ერთი ისტორიული ძეგლია ციხის ნანგრევები, რომელიც სამეფო რეზიდენციას წარმოადგენდა ამ ციხიდან თურმე საიდუმლო გვირაბით გეგუთის ციხე სიმაგრეს უკავშირდებოდა მეფეები. ციხის გალავნის შიგნით აშენებული იყო ეკლესია, რომელიც მტრის შემოსევებმა გაანადგურა, მაგრამ მე-18 საუკუნეში კვლავ განახლებულა. ეკლესია ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. 1923წ ეკლესია დაიხურა, ღვდელმსახურება შეწყდა, თუმცა 90-იან წლებში კვლავ აღდგა ,,ტაძარიუ ღვთისა” ასევე განახლდა წმინდა ბარბარეს ეკლესიაც. ნანგრევებიდან აღსდგა ახალი ტაძარი და მალე ვარციხის მოსახლეობა მის კურთხევას იზეიმებს

ვარციხის მოსახლეობა, ენა, დიალექტები და სამზარეულო

ვარციხის მოსახლეობა, ენა, დიალექტები და სამზარეულო

მესამე გუნდი -,,აფხანიკი”

მოსახლეობა

ვარციხის მოსახლეობის საერთო რაოდენობა 1865 კაცს შეადგენს, აქედან 0-15 წლამდე ასაკის 337, 15-29 წლამდე 360, 29-49 წლამდე 800, ხოლო 49 წლის ზემოთ 368 ადამიანია.
სოფელში უხუცესი არის სირბილაძე ვასილი, რომელიც 90 წლისაა. ბოლო 5 წლის მანძილზე გარდაიცვალა 123 და დაიბადა 99 ადამიანი.
იმერულში ჩვეულებრივ გამოყოფენ ორ კილოკავს: ზემო იმერულს და ქვემო იმერულს, ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით კი სამი კოლოკავია; ზემო, ქვემო და შუაიმერული. ამ კლასიფიკაციის მიხედვით ვარციხელ მცხოვრებთა მეტყველება შუაიმერულში შედის.
ჩვენამდე მოღწეულია ცნობები, რომ 21-ე საუკუნის დასაწყისში სოფ. ვარციხე განაშენიანებული იყო მდინარე რიონის სანაპიროზე. მოსახლეობის უმრავლესობა სხვადასხვა მხრიდან იყვნენ ჩამოსულები. ამ ხალხმა სოფელში შემოიტანა თავიანთი კუთხის დამახასიათებელი მეტყველება. 1922 წელს მდინარე რიონი ადიდდა, მთელი სოფელი წყალმა დაფარა ამიტომ მოსახლეობა იძულებული გახდა დღევანდელი სოფლის ადგილას დასახლებულიყო.

ენა და დიალექტები

სოფელი ოთხი დასახლებული პუნქტისაგან შედგება. ძირითადი, მჭიდროდ დასახლებული ნაწილი სოფლის შუაგულს წარმოადგენს. სოფელს ესაზღვრება ღვინის ქარხნისა და აფხანაურის დასახლება, ხოლო სოფლის ბოლოში მცხოვრებ 110 კომლიან დასახლებას მახათაძეების უბანს ეძახიან. მათ მეტყველებაში შეინიშნება ,,ყე” ნაწილაკდართული ფორმები (უთხარიყენ, წასულიყენ) ან კიდევ ორმაგი მრავლობითის ფორმები: ,,დანები, ბიძანები, ჩამოუვიდნენ უხუთიდან”.
დიალექტები რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება ვარციხელთა მეტყველებაში: ბრევლი (ბევრი) - ,,სოფელში ბრევლი საქმეა”,
ინჯრა (იჯრა) - ,,ინჯრა გამოიცვალა”
მარგატელი (მაკრატელი) , რამდონი (რამდენი), თებზი (თევზი),
აფხანიკი (ამხანაგი) - ამ სიტყვიდან შეიქმნა ტოპონიმი ,,აფხანაური” - დასახლება, რომელიც ამხანაგობას ნიშნავს.
ადამიანთა სახელებზე გავრცელებულია ,,იას” დაბოლოება: ბიძინია, ნოდარია, ეთერია...
ხშირად შევხვდებით სოფლის საქმიანობის შესატყვისი დიალექტის ლექსიკურ გამონათქვამებს: დასაფშვენი (სიმინდის დაფშვნა), მოჩალვა (სიმინდის აჭრა), დოუფქვი (სიმინდის დაფქვა), მოკონვა (ჩალის აკონვა).

სამზარეულო
ვარციხის სამზარეულოდან ყველაზე ცნობილია გიორგობიანების კერძი. 1921 წლის მარტში სოფ. ვარციხეში შემოვიდა წითელი არმიის ნაწილები. 800-ზე მეტი ჯარისკაცი გაანაწილეს სოფელში საცხოვრებლად. ნიკო გიორგობიანის ოჯახში ჩასახლდა დაახლოებით 20 ჯარისკაცი. ერთი ოთახი დაიკავა ნაწილის უფროსმა. იგი ძალზე გაუშინაურდა ოჯახის უფროსს. მან ბევრი რუსული კერძის რეცეპტი მიაწოდა ოჯახის დიასახლისს ერთ-ერთი ასეთი რეცეპტი იყო ,,სალტისონი”, იგი შემდეგ გავრცელდა მთელ სოფელში და მას გიორგობიანების კერძი ეწოდა. იგი მზადდება ღორის ფაშვისაგან, რომელშიც მოთავსებულია დაჭრილი და შეკმაზული ღორის ხორცის კისრის ნაწილი. ფაშვი ამოიკერება და იხარშება, მოხარშული ფაშვი იდება ფიცარზე, ზემოდან ეფარება რაიმე სიმძიმე რომ გაბრტყელდეს და მეორე დღემდე ასე ინახება. მეორე დილით იწვება ღუმელში.
მეორე კერძი რომელიც ასევე პოპულარულია ვარციხეში ეს არის ხანისწყლის წვერას კერძი: წყალში, რომელშიც ჩაყრილია დაფნა, მარილი, ნიახურის ღერები, ხახვი ათავსებენ ნედლ თევზს, წამოდუღების შემდეგ ამოალაგებენ წვერას ლანგარზე და ცხლად გაახვევენ ნიგვზის ფოთოლში.